ყაზახეთის კუთვნილი ბათუმის ნავთობტერმინალი იყიდება

ყაზახეთის ნავთობ-გაზის ვებ-გვერდის ცნობი, ბათუმის ნავთობტერმინალის გაყიდვის შესახებ ყაზახეთის მთავრობის სხდომაზე “ეროვნული კეთილდღეობის ფონდის” მმართველობის თავმჯდომარემ უმირზაკ შუკეევმა განაცხადა.

მისი თქმით, “ყაზტრანს-ოილი” გეგმავს ისეთი აქტივების პრივატიზებას, როგორიცაა “ყაზმორ-ტრანსფლოტი” და ბათუმის ტერმინალი. 2015 წლის მარტში „ყაზტრანს-ოილმა“ ბათუმის ტერმინალის აქტივებზე ყადაღის დადების შესახებ განაცხადა.

დავის საგანს, ნავთობისა და ნავთობრპოდუქტების გადატვირთვის სფეროში ნავთობტერმინალის დომინანტური მდგომარეობა წარმოადგენდა. დავის საგანი იყო ამ სერვისებზე ტარიფების წარმოქმნის საკითხები. რამდენიმე უცხოური კომპანია ბათუმის ნავთობტერმინალისგან ჯამში 62 მილიონი დოლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი სასამართლო რეფორმის საკითხებზე დიალოგში მონაწილეობს
შემდეგი სტატიარუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია – ოფიციალურ თბილისში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ