ყაზახეთის დაკარგულ მოქალაქესთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთებს

kazaxსერგეი ტროფინოვის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე შექმნილია ძებნის საქმე. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას თანხის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს. იმ შემთხვევაში თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია მიმართონ სამართალდამცავ უწყებას – ასეთ კომენტარს აკეთებს შსს “თაიმერის” მასალაზე, რომელიც ყაზახეთის მოქალაქის სერგეი ტროფინოვის დაკარგვის ფაქტს ეხება. ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოში ტურისტად იყო ჩამოსული. ახლობლები მას ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ ცეკვის მასწავლებელი ასტანიდან სერგეი ტროფიმოვი ახლობლებთან კავშირზე, უკვე 20 დღეზე მეტია, არ გასულა. ის საქართველოში სამოგზაუროდ ავტოსტოპით, რუსეთიდან გაემართა. მისი დაკარგვის შემდეგ ყაზახეთის ხელისუფლებამ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალური თხოვნით მიმართა, დახმარებოდნენ ტურისტის მოძებნაში.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ნამდვილად ვერ გეტყვით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება