16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ყაზახეთი ნავთობის ალტერნატიულ მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მილსადენებს განიხილავს

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და ბაქო-სუფსის მიმართულებების გამოყენებას განიხილავს. გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) არასტაბილური ოპერირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Report ყაზახურ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს განმარტებით, ალტერნატიული გზების მოძიება ექსპორტისთვის დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მათ შორის განიხილება კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით ნავთობის ტრანსპორტირებაც.

ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია KazMunayGas-ის გეგმის მიხედვით, 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტი, 2025 წელთან შედარებით, 31%-ით გაიზრდება და 1.7 მილიონ ტონას მიაღწევს. 2026 წლის იანვარ-ივნისში აქტაუს პორტიდან BTC-ის მიმართულებით უკვე გადაიზიდა 704 ათასი ტონა ნავთობი.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1 768 კილომეტრია, ხოლო მისი წლიური გამტარუნარიანობა 50 მილიონ ტონას აღემატება.

banner
წინა სტატიაში“მაქვს საბუთები, რომლებსაც პროკურატურას გადავცემ”- გოგა ხაინდრავა გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ გამოიკითხა
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: სანამ ხელისუფლება საბოტაჟითაა დაკავებული, სომხეთში ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინფრასტრუქტურა იქმნება