ყაზახეთი ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას არ აპირებს

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ყაზახეთი ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ყაზახეთის რესპუბლიკის მეთაურმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტულ ფორმირებებს კვაზისახელმწიფოები უწოდა.

“ზოგი ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის წმინდა ცნება. ზოგი კი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ერი, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოს ნაწილია, საკუთარი სახელმწიფოს წარმოადგენს და ერს სურვილისამებრ შეუძლია მისგან გამოყოფა”. – თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

თოყაევმა აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, თუ თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაეროს წევრები არიან, დედამიწაზე 500 ან 600-ზე მეტი სახელმწიფო იქნება.

“ქაოსი იქნება. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვაღიარებთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს და როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკია”. – თქვა თოყაევმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 323-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში – პორტუგალიური მედია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს