ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ისტორიულ დღეს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
კოლომინას თქმით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს ხავიერ კოლომინა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.