ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

ხავიერ კოლომინა აღნიშნავს, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი.

„საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ პენალტების სერიაში. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპეტერ ფიშერი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს
შემდეგი სტატიასანდუ – ვულოცავ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, უკრაინასა და პოლონეთში ევრო 2024-ზე მოხვედრას