ხავიერ კოლომინა – რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით

რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ამბობს, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ალიანსის პოზიცია უცვლელია.

„რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ, „ტვიტერში.“

banner
წინა სტატიაშითუ გსურთ, იყოთ ოპტიმალურად დაცული, გაიკეთეთ “ბუსტერი” – ფაუჩი “ომიკრონზე”
შემდეგი სტატია1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი