ხავიერ კოლომინა – ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს ძალები საქართველოდან

ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოში, კირბალში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას, და მოვუწოდებთ იგი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა და დარღვევა და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან”, – წერს კოლომინა.

banner
წინა სტატიაში“ლიბერთი ბანკი” რუს სანქცირებულ ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტმა კადიროვის 15 წლის შვილი ღირსების ორდენი დააჯილდოვა