ხავიერ კოლომინა – ნატო ძალზედ აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, ზოგიერთი ინსტრუმენტი კი, მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს

ნატო ძალზედ აფასებს საქართველოს, როგორც პარტნიორს, გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა, თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყველა საკითხი განიხილეს.

„შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ შევეხეთ უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა საკითხს, ასევე პოლიტიკურ საკითხებსაც, რომელთა განხილვაც საჭიროა. ნატო-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს“, – განაცხადა კოლომინამ.

ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო საქართველოს იმ სფეციფიკურ ინსტრუმენტებს მიაწვდის, რომლებსაც ნდობის მაღალი გამო იმსახურებს.

„გასულ წლებში ამ ინსტრუმენტების გააქტიურება უკვე გადაწყდა და ახლა ამ პროცესში ვართ, რათა მივაწოდოთ საქართველოს სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომლებსაც ის იმსახურებს, ნდობის იმ ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ნატო-სა და თქვენ ქვეყანას შორის. ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თქვენ პრემიერ-მინისტრს დღეს საღამოს და ამ დისკუსიას განვაგრძობთ“, – განაცხადა კოლომინამ.

banner
წინა სტატიაშიავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა
შემდეგი სტატიასამხარაძე – არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას, არ მგონია, მას უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს