ხავიერ კოლომინა – მადრიდის სამიტზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები მხარდაჭერაზე, რომელიც მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან

ომი უკრაინაში გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც ნატო აკეთებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

როგორც კოლომინა აცხადებს, ნატო-ს საპასუხო ქმედებაა ყველა პარტნიორთან მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერება.

„ცხადია, შეხვედრებისას დისკუსიების დიდი ნაწილი როგორც თბილისში, ასევე გუშინ ერევანში და შემდეგ ბაქოშიც, ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა კონტექსტი. ეს გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის და საჭიროა ადაპტაცია, რასაც ნატო აკეთებს. ამაზე ერთ-ერთი საპასუხო ქმედება არის მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, როლებსაც ჩვენი შეხედულებით შეიძლება, ყველაზე მეტად შეეხოს საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს. ახლა ამ პროცესში ვართ, რაც მიგვიყვანს მადრიდის სამიტამდე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რათა მხარდაჭერა გაიზარდოს, რაც მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან“, – განაცხადა კოლომინამ.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას, არ მგონია, მას უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული სამხედროების ოჯახებმა ისარგებლონ სოციალური პაკეტით, იქ მებრძოლებს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი – ენმ-ის ინიციატივა