30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს “ოქროს საწმისის” ორდენი გადასცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი იმყოფება. უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“ორი წელი სინდისის ქენჯნა მქონდა” – თინა ბოკუჩავამ ენმ-ში ხაბეიშვილის გადაყენების ნამდვილი მიზეზი დაასახელა
შემდეგი სტატიაახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა