მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ზაზა ჩხაიძე; ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი კახა ტაბატაძე; ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი რომან ჯოხაძე.
საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის ღირსების მედლები გადაეცათ: გენერალ-მაიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს ირაკლი ჭიჭინაძეს; გენერალ-მაიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა შენგელიას; პოლკოვნიკს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს სერგო ნინუას, მთავარ სერჟანტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სერჟანტს შალვა მთვარელიშვილს.















