7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ყაველაშვილმა საქსტატის 5 თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა

ყაველაშვილმა, “საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის” საქსტატის 5 თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ინფორმაციას მისი ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ: პაატა შავიშვილს – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს; ირაკლი აფხაიძეს – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს; ალექსანდრე არაბულს – მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს; ალექსანდრე ამბოკაძეს – ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს; მარიამ ყაველაშვილს – საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს.

„სახელმწიფოს სიძლიერე იწყება იქ, სადაც მას საკუთარი რეალობის ზუსტი, ობიექტური და სიღრმისეული აღქმა აქვს. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ქვეყნის განვითარების სწორი კურსი, უპირველეს ყოვლისა, მიუკერძოებელ, დამუშავებულ და ზუსტ მონაცემებს ეფუძნება. დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს, მის მონაცემებს ენდობიან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი ნდობა დიდი გამოცდილებით მოიპოვება, მისი შენარჩუნება კი ყოველდღიურ გარჯასა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვს“,-განაცხადა ყაველაშვილმა

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა
შემდეგი სტატიარუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა