საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვის შეეხო შეწყალება, ჯერჯერობით,უცნობია.


















