13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

“ყაველაშვილი სავახშმოდ არ არის აშშ-ში ჩასული” – შალვა პაპუაშვილი

“სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი იქ ჩასული”- ასე პასუხობს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვას, რომრლიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს მიერ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს არმიწვევას შეეხებოდა.

“სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი იქ ჩასული, არის საქმეზე ჩასული… ვახშამს მეკითხებით და. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის აშშ-ის პრეზიდენტთან, აშშ-ის შეერთებულ შტატებს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი… ჰქონდა მნიშვნელოვანი გასაუბრებაც” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე მიხეილ ყაველაშვილი არ მიიწვიეს. თემაზე დღეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ყაველაშვილი ტრანსატლანტიკურ ვახშამზე “დიფ სთეითის” ზეგავლენით არ მიიწვიეს.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: მთავარია დავიჯეროთ, გამოვიდეთ და ვიმარჯვებთ!
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ოპოზიცია რადარებიდან გაქრა და ის მხარდამჭერებიც დაკარგა, ვინც ჰყავდა