ყაველაშვილი სააკაშვილზე – დავუშვათ, ჩამოვიდა, რას აპირებს, საზოგადოების დაპირისპირებას?

არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მერამდენე დაპირებაა საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე, – განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა თემის კომენტირებისას.

„თუმცა ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ; მით უმეტეს, ის ადამიანები, რომლებიც საჯარო პოლიტიკაში ვართ. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები დგას და ამ ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. გულთმისანი არ ვარ და არ ვიცი, ეს ადამიანი რას იზამს, მის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე არ ვფიქრობ, მაგრამ თუ ჩამოვა, კანონი უნდა აღსრულდეს. სპეკულაციები ემსახურება არჩევნებს. ალბათ, მიხეილ სააკაშვილი სიტუაციას დააკვირდება, როგორი გარემო იქნება და იმის მიხედვით იმოქმედებს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ქვეყნის პირველი პირი იყო და დღეს ასეთ მდგომარეობაშია. მისი მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე მე-18 დაპირება გვესმის – ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან – გვირაბით. მგონი, ამ ადამიანთან დაკავშირებით ყველა ხუმრობა ამოიწურა.

მთავარი გზავნილია, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და ისე მოვახერხოთ, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული გამოწვევები დავძლიოთ. მიხეილ სააკაშვილი ცოცხლობს იმით, რომ ყურადღების ცენტრში იყოს. თუ უფრო მეტად პრაგმატულები გავხდებით, დავინახავთ, რომ მისი განცხადებების იქით საპნის ბუშტია, არაფერი გაუკეთებია. ის ქვეყანას ასე მართავდა საკმაოდ დიდი ხანი. 2012 წელს მისი მომხრეებიც კი ვერ იჯერებდნენ, ასეთი საშინელებების გაკეთება თუ შეეძლო. ქართული სახელმწიფოს შემქმნელზე რომ საუბრობენ, ეს შეურაცხყოფაა ჩვენი წინაპრების. თითქოს, მიხეილ სააკაშვილისგან დაიწყო სახელმწიფოს შექმნა, ეს სირცხვილია. ჩამოსვლას როგორ აპირებს? რაღაც მარაზმში გადავდივართ. ვთქვათ, დავუშვათ და ასეთი რამე მოხდა, რას აპირებს, დაპირისპირებას საზოგადოების? არ მინდა თქმა, მაგრამ ბევრი ადამიანი მას ვერ იტანს მისი ქმედებების გამო. ჩვენ ვართ დარტყმის ქვეშ, რადგან ადამიანები პასუხს გვთხოვენ, ეს ადამიანები სათანადოდ რატომ არ დავსაჯეთ. იმ ადამიანებს ნუ გაამწარებენ, რომლებიც მათ გამო ჩვენზეც გაბრაზებულები არიან და წყობიდან ნუ გამოიყვანენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ამომრჩეველი 18-ჯერ „გადააგდო“, რატომ „გადააგდო“ თუ პასუხისმგებლიანია? კითხვას სვამთ, თუ ჩამოვა, რა მოხდება? – უნდა დააკავონ, პასუხისგებაშია მიცემული, კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებაზეა და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი
შემდეგი სტატია” საქართველოსთვის” საარჩევნო პლაკატები მარტვილში დანით დასერეს