9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ყაველაშვილი: რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ერთად, დავესწარი სპექტაკლს ,,მიჯაჭვული პრომეთე”

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან ერთად, სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო.
“რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ერთად, დავესწარი სპექტაკლს ,,მიჯაჭვული პრომეთე”.
უდიდესი ბედნიერებაა ჩვენი გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და გვაიძულებს, დავფიქრდეთ როგორც კაცობრიობის, ისე ერთი ადამიანის საზრისზე, ბედზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ რობიკოს და რუსთაველის თეატრის დასს ამ უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის”,– აცხდაებს მიხეილ ყაველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის – ველოდებით ჩვენი პარტნიორებიდან თარიღსა და ადგილს ხელმოსაწერად
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ის მოსალოდნელი დარტყმის ალბათობის ზრდის გამო, აიათოლა ალი ხამენეი გამაგრებულ ბუნკერში გადაიყვანეს