ყაველაშვილი გეგეშიძეს შეხვდება

ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტს დღეს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდება.

„მისი აზრი მაინტერესებს, იმიტომ რომ საზოგადოებას განუცხადა, ნანობს ამ მდგომარეობას, თუმცა არის საკითხები, რომელიც ალბათ უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის თუ როგო ხედავს მომავალს. პირად მოვალეობად ვთვლი, რომ არცერთი სპორტსმენი მით უმეტეს, ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონი არ იყოს შეზღუდული არ იყოს დაჩაგრული,“-ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

გეგა გეგეშიძის გადადგომას ევროპის ჩემპიონი, ზურა დათუაშვილი ითხოვს. მას მიხეილ ყაველაშვილი ორი დღის წინ შეხვდა და ფედერაციაში ვითარების მოგვარების პირობა მისცა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – პარლამენტში დღეს განცხადება და პეტიცია შევა