ყაველაშვილი: განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას

მინდა, დავიწყო მადლობით, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ რთულ გამოწვევებით სავსე ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობის თითოეულ წევრს. გაცნობიერებული მაქვს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა უგულვებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაციაა გაღვივებული, ჩვენი არაკეთილმოსურნე მეგობრები ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან საპასუხისმგებლოა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლოა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ჰყოფს და აპირისპირებს ადამიანებს, ამის საპირისპიროდ სიყვარული არის გამაერთიანებელი. მე მინდა, დაგპირდეთ, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს საზოგადოება ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გახდის ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
შემდეგი სტატია“ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება…” -ივანიშვილი ყაველაშვილზე