33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ყაველაშვილი: ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას

„ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას”, -ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
ყაველაშვილის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ოდესმე და ტრადიციული გამოწვევების გარდა მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის, შიდა სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
ყაველაშვილმა  ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების პრევენციის მიმართულებით.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს,  ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო იმ თანამშრომლების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სამსახურში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს – პარტიაში მისი დარჩენის მომხრე ვიყავი
შემდეგი სტატიაროგორ აირჩევენ ენმ-ის დროებით ლიდერს – ირაკლი ფავლენიშვილი 5 აგვისტოს მოსალოდნელ ცვლილებებზე