7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ყაველაშვილი: ერეკლე მეორეს მემკვიდრეობა დღესაც გვახსენებს ეროვნული ინტერესების უზენაესობას

მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში „ერეკლეობის“ დღესასწაულს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება.

„ურთულეს გეოპოლიტიკურ ეპოქაში, როდესაც ქართლ-კახეთი ეგზისტენციალური საფრთხის, უწყვეტი აგრესიის, დემოგრაფიული კოლაფსისა და ერის ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.

ქვეყნის გაერთიანების, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განმტკიცებისა და განათლების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა გამოხატავდა ერეკლე მეფის შორსმჭვრეტელ ხედვას: საქართველოს მომავალი დაჰფუძნებოდა ძლიერ სახელმწიფოს, განათლებულ საზოგადოებასა და ეროვნულ ერთიანობას.

სწორედ ამით არის ერეკლე II-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი დღესაც – მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას.

განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს თელავსა და სრულიად კახეთს. მეფე ერეკლე II-ის ხსოვნასა და მის სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას მუდამ ღირსეული ადგილი ექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო შურისძიება ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამო”- სერგეი ყანჩელი
შემდეგი სტატიასიჭინავა: ჩორჩანას საქმე “ოცნების” მიერ ერთპარტიული მმართველობის დამყარების სარჩელს უკავშირდება