ყაველაშვილი: ჩვენს მხარეს დგას ილია II, ერეკლე II, ივანიშივლი, რობიკო სტურუა, იქით – უჯიშოები

“ერთ მხარეს დგას პატრიარქი, ერეკლე მეორე, ბიძინა ივანიშვილი, რობიკო სტურუა, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ახლა უკვე ჩვენი გუნდის წევრები, ლაშა ბექაური და ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია, ვინც ამ ნაცხროვამ, ამ უსამშობლო და უჯიშო ადამიანებმა, ამ ლიბერალ-ფაშისტებმა არაერთხელ შეურაცხყვეს, აგინეს, რა ვიცი, რა სიტყვებით არ მოიხსენიებდნენ და ვინ? ვინ არიან ამის საპირწონე? – შარვალჩახდილი გირჩი ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე, რომელიც უცხო ტელევიზიაში გამოდიოდა და შავ ხვრელებს აბრალებდა საკუთარ სამშობლოს, კანდელაკი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა, რომ არ მიეცათ ჩვენი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია, ახლა ჩასული ეს გიგაურები, არასამთავრობოები, რომლებიც ასეთ დღეში არიან და ასე ამუნათებენ საკუთარ ქვეყანას.არჩევანი მარტივია, ჩემო ძვირფასები, ამიტომ არის მოწოდება, რომ ქუდზე კაცი, რომ განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი”,- თქვა ხალხის ძალის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს შეახსენებს
შემდეგი სტატიაMeta-მ თავის პლატფორმებზე Russia Today-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედიების ქსელები აკრძალა