ხატია წილოსანი: „შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის და კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს“

საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს პარლამენტის საქმიანობის უწყვეტობის შესახებ იმსჯელეს დღეს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აქტიური მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის აპარატის ჩართულობით, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის უწყვეტობას როგორც ელექტრონულად ისე, ფიზიკური მონაწილეობის მეშვეობით უზრუნველყოფს.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ხატია წილოსანის თქმით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვა ეტაპობრივად მოხდება, რაც ხელს შეუწყობს დღეს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას.
„მიღებული რეკომენდაციების დანერგვა მოხდება ეტაპობრივად, რაც ხელს შეუწყობს დღეს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას და პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, რომ კრიზისისა და საგანგებო მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნას მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება რაც ერთი მხრივ, ემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დაცვას, მეორე მხრივ კი, საკანონმდებლო საქმიანობის და მთავრობის გადაწყვეტილებების საპარლამენტო დონეზე გაფორმების, დამოწმების უწყვეტობას“, – განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში პარლამენტის წევრების გარდა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიFreedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია
შემდეგი სტატიასახელმწიფოს აქვს სტრატეგია უკრაინის მთელი სამხრეთის დეოკუპაციისთვის – პოდოლიაკი