ხატია მოისწრაფიშვილი : შეწყალების კომისია კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება

პატიმართა შეწყალების კომისია კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, უფლებამოსილია, მსჯავრდებული პირდაპირი წესითაც შეიწყალოს. მან შეწყალების სამ აქტს ხელი უკვე მოაწერა.

„პრეზიდენტი უფლებამოსილია, კომისიის არ არსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმარი, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი, პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ავტომობილების ხარჯებს პარლამენტი დაფარავს