ხატია მოისწრაფიშვილი : პრეზიდენტის შეფასებით, ლიეტუვის გამოცდილების გაზიარებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დაცვას შევძლებთ

პრეზიდენტის შეფასებით, ლიეტუვის გამოცდილების გაზიარებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დაცვას შევძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტის ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა.

„სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი და შედეგებზე ორიენტირებული ვიზიტი საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში.

ვიზიტის არსებითი შედეგი, ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის გაფორმება გახლავთ. განზრახულობათა დეკლარაცია თავის მხრივ, ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ლიეტუვას ამ მხრივ დიდი გამოცდილება გააჩნია. აქვს კიბერუსაფრთხოების ძლიერი ცენტრი.
შესაბამისად, მეგობარი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით, საქართველო შეძლებს საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დაცვას – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ვიზიტის შედეგებს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“როდესაც მექმნება თეთრი თმა, გავიზრდი და გავიკეთებ დიდ კოსას, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო” – წულუკიანი უთანხმოების მიზეზს არ ასახელებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ფონიჭალაში