ხატია მოისწრაფიშვილი : ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, უკან დაბრუნდებოდა

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, უკან დაბრუნდებოდა, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლაშა ჟვანიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გარკვეული უთანხმოება იყო.

“არავითარი დაპირისპირება არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ლაშა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც 8 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ, ის შეძლებდა უკან დაბრუნებას, ყოფილ სამსახურში. პირველ მაისამდე ბატონი ლაშა რჩება სამსახურში და შეასრულებს თავის მოვალეობას”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია
შემდეგი სტატიაყოველთვის, როცა პანკისში ჩავდიოდით, მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა – სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული