ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მთავარი დამაბრკოლებელი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და რუსული პროპაგანდის გამეორებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მთავარი დამაბრკოლებელი არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და რუსული პროპაგანდის გამეორება.

როგორც მან პარლამენტში დებატებისას აღნიშნა, ევროინტეგრაციისთვის მთავარი დაბრკოლება არის ის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სამხედრო აგრესია დააბრალა.

„როდესაც ევროინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რა არის მთავარი დაბრკოლება, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ის ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ფულს პროპაგანდაში ხარჯავს, ასევე ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ან „ქართულ ოცნებას“ შეუძლია რუსეთთან რაიმე სახით ურთიერთობები დაალაგოს. ყველა, ვინც უკრაინის მიმართ სოლიდარულია ან რაიმე სახით უკრაინის მიმართ გრძნობას, ტკივილს გამოხატავს და უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა აქტიურად იყოს ამაში ჩართული, თურმე ყველა ამ ადამიანს ომი უნდა. მთავარი დაბრკოლება არაფორმალური მმართველობის გარდა, რუსული პროპაგანდის გამეორებაა, მაშინ, როდესაც რუსეთთან დალაგებული ურთიერთობები არ არსებობს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „მთავარი დაბრკოლება სხვაგან მოიკითხონ და არა ოპოზიციაში“.

„თუ რამე ოდნავ მაინც აბრკოლებს ევროინტეგრაციას, ეს არის ის, რომ მართლმსაჯულებაში დამოუკიდებლობის არავითარი ხარისხი არ არსებობს. მეორე, თქვენ გყავთ პოლიტიკური პატიმრები. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, ის დღეს ციხეშია, უმძიმეს მდგომარეობაში. ნიკა გვარამია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ხმამაღალი კრიტიკოსი იყო ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“, ისინიც დააპატიმრეთ. არ არის ეს დამაბრკოლებელი გზა ევროინტეგრაციისთვის? რა თქმა უნდა, არის! ყველა ჩვენი მეგობარი, ვინც ამას ამბობს, მათ თქვენ კრიმინალების დამცველებს უწოდებთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრაქტიკულად ოპოზიციის სეგმენტი გახდა გარანტი, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ უპირობოდ მოვიდეს ხელისუფლებაში – ზილფიმიანი
შემდეგი სტატიარა სიგნალი გაუგზავნეთ თქვენ ევროკავშირს? თავს ესხმით ევროპელ პოლიტიკოსებს და თავში აგივარდათ – გოცირიძე