ხატია დეკანოიძე : ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის, თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ-დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ“, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 461 თბილისში, 646 იმერეთში, 263 კი აჭარაში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი სახე დაიკავებს – თეა წულუკიანი