ხატია დეკანოიძე – ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობას

პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია, ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“ წერს.

„ჩემი პოზიცია (რომელიც მე ეთერშიც მაქვს დაფიქსირებული) იყო, რომ ნიკა მელიას გარეშე, მისი დაჭერის შემდეგ მოლაპარაკებებში „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა არ უნდა მიეღო. არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ან ჩვენი პარტნიორების არ მჯერა, ან პოლიტიკური კომპრომისი არ მესმის, არამედ გულწრფელად მჯერა – ეს იქნებოდა ენმ-ის ყველაზე პრინციპული და უკეთესი პოზიცია. დღეს განსაკუთრებით.

ახლაც ამ აზრზე ვარ: პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია, ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული.

P.S. პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის მათ, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, ასევე ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობას“,- წერს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე – სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად თუ არ გაემიჯნება, მისი გარიცხვის საკითხის დაყენებას მხარს დავუჭერ
შემდეგი სტატიასამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა” სრული დეპუტაციით მალე იქნება პარლამენტში