ხატია დეკანოიძე: ვართ ბრძოლაში, რომელიც საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვას გულისხმობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრების პარლამენტში შესვლას ეხება.

ამის შესახებ დეკანოიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული ოპოზიციიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები (სახელდებიან: ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა) ხელისუფლებასთან პარლამენტში შესვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

„თუ არ ვცდები, დღეს გავრცელდა ზუსტად ჩოჩელის განცხადება, რომ იგი არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამ წუთის მდგომარეობით, არავითარი მსგავსი მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ბლოკის წევრებთან არ მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს ესმოდეს, რა ბრძოლაში ვართ და ვის ვებრძვით. ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ეს არის მიტაცებული არჩევნებისთვის მიტაცებულ სახელმწიფოში ბრძოლა პრორუს ოლიგარქთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად იმ ბრძოლაში, რომელიც გულისხმობს საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვას. ამიტომ, ყველა უნდა ვიყოთ ერთ პოზიციაზე. მე მიხარია, რომ ოპოზიციის პოზიცია ერთიანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
შემდეგი სტატიარატიანი: არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ