ხატია დეკანოიძე უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე თანამდებობას ტოვებს, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დღეს, 14 ნოემბერს ხატია დეკანოიძე პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც გადადგომის შესახებ განაცხადებს.

7 ნოემებრს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და უკრაინაში ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა.

მანამდე თანამდებობა დატოვა ოდესის საოლქო პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი დააკავეს