ხატია დეკანოიძე – სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს

სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს, ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

„სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას:

ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნემისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება.

მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის“, – წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინას დამატებით 155 მილიონ დოლარს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაელისაშვილი – შინაგანი ბრძოლა მაქვს, რომ საკადრისი პასუხი გავცე იმ ხალხს, ვინც ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფას გვაყენებდა