ხატია დეკანოიძის განცხადებით, “სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება. ხელისუფლება რუსულ გავლენას თვითონ ატარებს.
ჩვენ 26 ოქტომბერს და პირველ რიგში ქართველი ხალხი დავამტკიცებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო, სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება ევროკავშირის წევრობა, ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები არის გადამწყვეტი. ამიტომ, რეალურად, რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების და ლავროვის იდენტური გზავნილები სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს.” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ