ხატია დეკანოიძე, შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არ გამორიცხავს

“ევროოპტიმისტების” ლიდერი, ხატია დეკანოიძე, შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ასევე შეიძლება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომლებიც რუსულ კანონს თავგამოდებით იცავენ.

“ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს კონკრეტულად მინიშნებას უკვე მეხუთე განცხადებით და ეს მინიშნება არის შემდეგი, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. ეს შეიძლება, იყო ბიძინა ივანიშვილი, უმრავლესობის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც თავგამოდებით იცავენ ამ კანონმდებლობას და ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდიან”, – ამბობს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძის აბსურდულ ტყუილებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ეს არის რუსული კანონი – ელისაშვილი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ რუსულ კანონს თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც, საჭირო თუ იქნება, აბჯარსაც ავისხამ – ელისაშვილი