27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ხატია დეკანოიძე სააკაშვილის გეგმაზე: ვფიქრობ, პარტიაში შეიძლება რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ რეფორმებსა და პარტიაში ახალგაზრდების შესაძლო მოსვლას ეხმაურება. დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები საკმაოდ რადიკალური აღმოჩნდეს, რაც მისი შეფასებით, მთელი ოპოზიციური ველისთვის მნიშვნელოვანია.

“რაც გავიგეთ დღეს მიშას პოსტიდან — ძალიან ნორმალური მიდგომაა პარტიაში კონკრეტული დემოკრატიის გაძლიერება და გაძლიერება ზოგადად პარტიის. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს.

რაც შეეხება ვთქვათ ვინ მოვა, სად წავა, როგორი იქნება, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. პარტიის შიდა სტრუქტურაზე, გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, ყოველდღიური საუბრები არსებობს“, — აცხადებს ხატია დეკანოიძე ტვ პირველთან.

დეკანოიძე ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ოპოზიციას რუტინული მუშაობის დრო არ აქვს, ამიტომ პარტიის გაძლიერება და ახალი სისხლის შემოტანა აუცილებელი ნაბიჯია.

„მიშას, რომელსაც შეუცვლელი როლი აქვს ამ პარტიაში, მასთან ეს კოორდინაცია სულ აქვს, მათ შორის გენერალურ მდივანს, დარწმუნებული ვარ თავმჯდომარესაც, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ჩვენ არ ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როდესაც შეიძლება რუტინულად იმოქმედო. ჩვენი მოცემულობა საქართველოში დღეს არის უმძიმესი, ანტი-ქართული პოლიტიკით დაკავებული ბიძინა ივანიშვილის დე-ფაქტო ძალაუფლება. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გასაძლიერებლად შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ახალგაზრდების ჩართულობას მე მივესალმები… პარტიის გაძლიერება არის ის, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება მთელ ოპოზიციურ ველს“, — აღნიშნა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი პაპუაშვილს: შემაშფოთებელი ისაა, ირანის ელჩი შიდა დესტაბილიზაციით რომ გემუქრება და შენ ფიშერსა და ჰერჩინსკის ლანძღავ
შემდეგი სტატია“ენერგო-პრო ჯორჯია” მოქალაქეებს აფრთხილებს: კომპანიის ფორმაში გამოწყობილი სავარაუდო თაღლითები დადიან