ხატია დეკანოიძე: ოპოზიციის მომხრე პოლიციელები სპეცუბნის სიებიდან ამოიღეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მომხრე პოლიციელები ცვლებში იმისთვის დააყენეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.

“ის პოლიციელები, ვინც ზუსტად იციან რომ გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები არიან – სპეცუბნების სიებიდან ამოიღეს და ცვლებში დააყენეს, რომ ხმა ვერ მისცენ. დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125-ში ხდება ეს განუკითხაობა განსაკუთრებით,” – წერს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე “ოცნების” შიდა კვლევებზე: ჩვენი 60% კი არა, ოპოზიციის ჯამური 40%-ია გასაკვირი
შემდეგი სტატიაკობახიძე უკრაინულ სადამკვირვებლო დელეგაციაზე: თვითონ თქვეს უარი