ხატია დეკანოიძე : ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება

ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია არის ღირსეული. დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხებში, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.

„გიგი უგულავას განცხადება არის ნამდვილად ღირსეული. გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ნიკა გვარამია ანუ ის ადამიანები, ვინც არიან პოლიტპატიმრები, რეჟიმის მიერ დევნილი ადამიანები, მათ ძალიან კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია პროპორციული საარჩევნო სისტემა, პროპორციულთან მაქსიმალური თანაფარდობით არსებული საარჩევნო სისტემა. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს სრულიად საქართველოს მოქალაქეების ნება, იყოს მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეწყდეს დევნა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც რეჟიმის მიერ არის დევნილი და არიან ციხეში ან ახლა მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები. ეს არის ორი მნიშვნელოვანი პირობა, რომლის გათვალისწინებაც ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს. რაც შეეხება ოპოზიციის ერთობას, დამერწმუნეთ, ოპოზიცია ამ მოთხოვნებში ნამდვილად ერთიანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე : ხელისუფლება მანდატებით ვაჭრობს,ოპოზიციისთვის, მთავარია, დასავლელი მეგობრების რეკომენდაციების გათვალისწინება
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერის წარმომადგენელი დააკავეს