14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ხატია დეკანოიძე: “ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო კარგავს გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების, კეთილდღეობისა და გამდიდრების შესაძლებლობებს

“ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველო კარგავს გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების, კეთილდღეობისა და გამდიდრების შესაძლებლობებს“ ,_ ამის შესახებ პარტიია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“მართალია გვიხარია, რომ სომხეთი არის დიდი გარღვევის წინაშე, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის და გულის დაკარგვის ფუნქცია ძალიან კარგად გამოჩნდა. საქართველო უნდა გამხდარიყო გამტარი და შემომტანი ძალიან ბევრი სიახლის და ტექნოლოგიური გარღვევების, რაზეც არის ახლა საუბარი სომხეთში. მაგრამ ეს იზოლაცია,  რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ბოლო  რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწყო და გამოიკვეთა ანტიდასავლური პროპაგანდა,საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფამ  ზუსტად აჩენს იმას, რომ საქართველომ არა მხოლოდ დაკარგა რეგიონში ლიდერის ან დაკარგა დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია ვთქვათ სამხრეთ კავკასიის ევროკავშირთან, არამედ,  ეს იზოლაცია გახდა იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ ვკარგავთ გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების, კეთილდღეობის, ქართველი ხალხი კარგავს გამდიდრების შესაძლებლობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”,_ აცხადებს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშისიორიძე: ათობით ათას ადამიანს, ვისაც აქვს სესხი მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე, ყოველთვიური გადასახადი გაუძვირდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ბავშვების წამლის დასაფინანსებლად ევროკავშირსა და აშშ-ს მიმართავს