ხატია დეკანოიძე – მოლაპარაკების მესამე ეტაპი თუ იქნება, ჩვენი მოთხოვნები იგივე დარჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების მესამე ტალღა დაიწყება, ოპოზიციას იგივე მოთხოვნები ექნება. თუმცა, როგორც დეკანოიძე აცხადებს, მოლაპარაკების განახლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საერთაშორისო ორგანიაციების მიერ არავითარი გზავნილი არ არის.

„ქართული ოცნება“ საბოლოოდ წარმოჩინდა იმ ძალად, რომლსაც საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. თუ გავითვალისწინებთ გუშინ მომხდარ ფაქტს, საკრებულოს წევრის დაჭრას ცივი იარაღით „ქართულო ოცნების“ აქტივისტის მიერ, ასევე ბათუმში მომდარ ძალიან მძიმე ფაქტს, 9 წლის თავზე ისევ იგივე მეორდება, რადგან ეს არის ძალა, რომელსაც საერთოდ არავითარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და პოლარიზაციის დასრულების წინაშე არ გააჩნია. არ მესმის, როგორ შეიძლება, ამ ძალას საერთოდ რამეზე ესაუბრო. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა უფრო გაიზრდება.

რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ვმუშაობთ, მოლაპარაკების მესამე ეტაპთან დაკავშირებით ჯერჯერობით მათი მხარიდან არავითარი გზავნილი არ გვაქვს, მაგრამ იმ შემთვევაში თუ, მესამე ეტაპი იქნება, ჩვენი მოთხოვნები რჩება იგივე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩარჩოზე შეთანხება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი – მეუფე სტეფანე პოლიციის თანმხლებით გადაადგილდება
შემდეგი სტატიაივანე ჩხაიძე – მოსახლეობის სულ მცირე 60% თუ აიცრება, საქართველოში პანდემია დასრულდება