ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია, როგორ გაიგეს კობახიძემ და მდინარაძემ „ისფედის“ ერთი თუ ორი პროცენტი ცდომილება და შემოუცურეს ოპოზიციას ეს წინადადება, მათ შორის ელჩებთან ერთად

ყველას მინდა ვუთხრა, მათ შორის აჟღურტულებულ „ქართულ ოცნებას“, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ითვლის ოქმებს. იმ ოქმებშიც კი, რომელიც დათვალეს და რომელ უბნებზეც, არსებობს 8-პროცენტიანი ცდომილება, რომელიც საერთო შედეგზე ახდენს გავლენას, დაახლოებით 4.1 პროცენტით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ისფედის“ პარალელური დათვლა არ ახდენს იმ ხმების დათვლას რომელიც არის კარუსელით, მოსყიდული, ადამიანებზე მუქარით და ა.შ.

„მნიშვნელოვანია, როგორ გაიგო კობახიძემ და მდინარაძემ „ისფედის“ ერთი თუ ორი პროცენტი ცდომილების შესახებ და შემდეგ აი, ასე შემოუცურა ოპოზიციას ეს წინადადება, მათ შორის ელჩებთან ერთად. როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გამოტანა. მიმაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან სერიოზული გამოძიება, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივიჩნევ როგორც ღია მაგალითად, ფარული მიყურადების, თვალთვალისა და მონაცემთა ბაზაში უკანონო შეღწევის. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან სასურველი იქნებოდა ორგანიზაციის სანდოობისთვის, რომ უფრო დეტალური კომენტარი გაკეთდეს. ყველა ადამიანის აჟიოტაჟს, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი გავლენას ახდენს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა რბილად რომ ვთქვათ, არის „ქართული ოცნების“ გზავნილი. მე, როგორც ადამიანს, რომელიც ენდობოდა ამ ორგანიზაციას, მაქვს ეჭვი, რომ ნამდვილად ეს იყო ფარული მიყურადების ფაქტი, რადგან წარმოუდგენელია ასე უცბად ოპოზიციის ელჩებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე გაჩნდეს წინადადება, რომელიც შემდეგ ჟღერდება „სამართლიანი არჩევნების“ მიერ როგორ შესუსტდა ოპოზიციის პოზიციები, პირიქით განგაში იმაზე არის ასატეხი, რომ 8%-იანი დისბალანსი მაინც 4%-იან ცდომილებას ქმნის და როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – სამწუხაროდ, ISFED-ის მომავალი ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა, 25-წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ საათში ჩაიდო სამარეში
შემდეგი სტატია„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მონაცემების დათვლისას ბათილი ბიულეტენები შეიყვანეს, რამაც „გამოიწვია პატარა სხვაობა სამი პარტიის შემთხვევაში“