ხატია დეკანოიძე – „ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას, უპატიებელი შეცდომაა

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

დეკანოიძის შეფასებით, ეს არის უპატიებელი შეცდომა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; საქნციების პროცესი, შეიძლება, შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს; სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიკოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი, ოქტომბერში კი ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც