ხატია დეკანოიძე : ჯერჯერობით არაა იმის რესურსი, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგეს
სხვა სტატიები
- პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სამთავრობო გუნდი აქცენტს ეკონომიკურ წინსვლაზე გააკეთებს
- 200 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება
- ირმა ინაშვილი – აქციები და პროტესტი არ შეწყდება, ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“ – დაამთავრე ამპარტავნება, ტყუილი, წამოდი კონსენსუსზე
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოძე ფიქრობს, რომ შეხვედრების მიუხედავად ჯერ არაა იმის რესურსი, რომ შედგეს შეთანხმება, რის შემდეგაც ოპოზიცია პარლამენტში შევა.
„ჯერჯერობით არ არის იმის რესურსი, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგეს. ის დოკუმენტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გადავეცით, (მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები და საარჩევნო სიტემის ახალი ადმინისტრირება) არის მონოლითური და ჩვენ ამოგლეჯილად ამას არ განვიხილავთ“, – აცხადებს დეკანოიძე.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმა დააფიქსირა ცოტა განსხვავებული პოზიცია, მაგრამ 11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს. „რადგან ჯერ-ჯერობით ამ მთავარ პრინციპებზე წინ გადგმული ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან არ არის. ოპოზიცია ერთიანია, თუმცა, თუ ორი დეპუტატი შევა, მაგალითად ბატონი ელისაშვილის განცხადება არ მომეწონა, გულწრფელად რომ გითხრათ, თუმცა ეს სურათს არ შეცვლის, რადგან მთავარი პოლიტიკური ძალა – ეს რვა პარტია ერთიანია. ჩვენ პარტიაშიც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განცხადებით მივმართოთ პარლამენტს. თუ არ შესრულდება სამივე მოთხოვნა, ჩვენ არ შევალთ პარლამენტში”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.