ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოიძე ყაველაშვილს „უზრდელს“, „გაუნათლებელს“ და აშშ/ევროკავშირის „განსაკუთრებულ მაგინებელს“ უწოდებს.
„ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.
ახლა მანდატები კარგად შეინახეთ – „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს“, „ტრამპი რას იტყვის“?,- წერს „ფეისბუქ“ გვერდზე დეკანოიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.