ხატია დეკანოიძე გორთან მომხდარ ავარიაზე – გარდაცვლილები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ, დიდი გლოვა გვაქვს

ძალიან ცუდია, როდესაც მსგავსი ტრაგედიებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული გამონათქვამებით, ადამიანების ცნობიერებაზე იმოქმედოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ავარიისას გარდაცვლილი ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ.

„წარმოუდგენელი ტრაგედიაა, 5 ადამიანია გარდაცვლილი. სამედიცინო მანიპულაციები გრძელდება კიდევ ერთ ადამიანთან. დიდი გლოვა გვაქვს. მე პირადად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წარმოუდგენელია ასეთი პატრიოტების, ახალგაზრდა ადამიანების, მხარდამჭერების და არაჩეულებირვი ადამიანების დაკარგვა.

ძალიან ცუდია, როდესაც მსგავსი ტრაგედიებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული გამონათქვამებით, ადამიანების ცნობიერებაზე იმოქმედოს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ვართ გლოვაში, ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი მეგობრები და სიტყვები არ მყოფნის, როგორი ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს დანარჩენი ორი გამოჯანმრთელდება. ერთი გადაყვანილია თბილისში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება. დანარჩენი ხუთი დავკარგეთ. ასეთ წარმოუდგენელ ტრაგედიაში ვართ. ვიზიარებ მათი ოჯახების და ჩვენი ყველა მხარდამჭერის ტრაგედიას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიგუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ერის ტრაგედია და დიდი დანაკარგია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი ავტოკატასტროფის ფონზე