ხატია დეკანოიძე – განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა გააღრმავოს პოლარიზაცია

ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა,“ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს.

„საერთოდ რაზე საუბრობთ – 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი არმაზ ახვლედიანს – თქვენ ვისთანაც ასოცირდებით ბატონო არმაზ სამწუხაროდ, ამ დესტრუქციულ ომის პარტიას მიჰყავდა საქართველო უფსკრულში 2012-ში და რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ეს ქვეყანა იქნებოდა უფსკრულში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ბოლო რვა წელიწადში, ჩემ მიერ დაფუძნებულმა განათლების ცენტრმა 1 000-ზე მეტი საუკეთესო სტუდენტი დააფინანსა უცხოეთში, ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტებში