ხატია დეკანოიძე – ეს არის მუქარის ტონი, შანტაჟის ტონი, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს უკვე რამდენიმე კვირაა

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2020 12:08

ხატია დეკანოიძე – ეს არის მუქარის ტონი, შანტაჟის ტონი, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს უკვე რამდენიმე კვირაა

პარტიების დაფინანსების შეწყვეტა ეს არის ზუსტად რეჟიმის მიერ ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც გულისხმობს, რომ საერთოდ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვნება გაანადგუროს საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების დაფინანსება საპარლამენტო საქმიანობასთან არ არის მიბმული.

„პარტიების დაფინანსება არ არის მიბმული საპარლამენტო საქმიანობასთან, არამედ არის პარტიების მრავალფეროვნებისთვის ქვეყანაში. ეს არის მუქარის ტონი, შანტაჟის ტონი, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს უკვე რამდენიმე კვირაა.

ამ კანონპროეტის დარეგისტრირება ზოგადად ნიშნავს რეჟიმის მიერ ახალ საფეხურზე გადასვლას. ზუსტად ასე იქცეოდა პუტინისტური რუსეთი და ასე იქცევა, როდესაც ხსნის პარტიებს რეგისტრაციიდან და უუქმებს ყველანაირ ფინანსურ წყაროებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე„იმ შემთხვევაში, თუ თუ ვერ შედგება მოლაპარაკება, რა გზას აირჩევს ოპოზიცია?“, დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათ სტრატეგია უკვე არჩეული აქვთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.

,,ჩვენ ჩვენი გზა და სტრატეგია უკვე არჩეული გვაქვს. ეს არის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივანიჭებთ, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენს ამომრჩეველთან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთელი წარმომადგენლობა, რომელიც ოპიზიციას უნდა ჰქონოდა გაყალბებულ პარლამენტში, რომელიც ივანიშვილმა შეკრა, უნდა იყოს ხალხში ყველა ფორმით, საპროტესტო აქციებით, მათი მხილებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით და ასე შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2020 12:08