ხატია დეკანოიძე: ბიძინა ივანიშვილს სურს გაღატაკებული, იზოლაციაში, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილი საქართველო

ხატია დეკანოიძის განცხადებით – “სიახლე არ არის, როდესაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ადამიანების სურვილია, რომ ქვეყანა წაიყვანონ იზოლაციისკენ, ამიტომ შესაბამისად, ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, პირველ რიგში ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს უნდა გაღატაკებული, იზოლაციაში, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილი საქართველო, მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია კეთილდღეობა ევროპის კავშირი და ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ურთიერთობები. ამიტომ ეს განცხადებები პირველ რიგში ადასტურებს იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა და რა გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის – ეს არის კეთილდღეობა ევროპის კავშირში და ეს არის პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება.” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძის სკანდალური სია
შემდეგი სტატიადავით მჟავანაძე: მათ აქვთ ერთადერთი დავალება: ეუბნებიან, რომ ქართული ოცნება უხდის მათ ხელფასს და ის უნდა გააკეთონ, რასაც ქართული ოცნება დაავალებს, ესენი არიან “ქართული ოცნების აქტივი