ხატია დეკანოიძე : არც მეორე ტურში გავდივარ და არც პარლამენტში შევდივართ

არც მეორე ტურში გავდივარ და არც პარლამენტში შევდივართ. დარწმუნებული ვარ, მთელი ოპოზიციური სპექტრი არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას იმ გაყალბებას და მოპარულ, კრიმინალურ არჩევნებს, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ადამიანების მიერ ნებისმიერი საშუალებით პროტესტის გამოხატვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე, ბოლო ადამიანი იქნება, ვიქნები აქ. 8 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს ძალიან დიდი აქცია, რომელიც იქნება ერთიანი ოპოზიციური. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ

banner
წინა სტატიაშიანზორ ბიწაძე – საერთაშორისო ორგანიზაციებს დარღვევებზე ინფორმაციას მივაწვდით, რის შემდეგაც გარკვეულწილად, მათი დასკვნებიც შეიცვლება
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა