ხათუნა ზახაშვილი:კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი

ფაქტია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა , ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ზახაშვილი აცხადებს, ქვეყანამ ვერ შეძლებს კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერებას.

“როგორც ჩანს, ვერ შევძლებთ ამის შეჩერებას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან.

ფაქტია, რომ მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე“, – აცხადებს ზახაშვილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“Ever given” ისევ გაიჭედა სუეცის არხში, ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებით
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მელია მალე გარეთ ივაშხმებს, მისი ჩამსმელელები სად იქნებიან შეიტყობთ