ვიმედოვნებ, რომ ქართველი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველები, რომლებიც საქმიანობის წარმოებისას კორონავირუსით დაავადდნენ

დაავადებათა დეპარტამნეტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი, ქართულ მედიის წარმომადგენლებს რეკომენდაციას აძლევს და იმედოვნებს, რომ ქართველი ჟურნლისტები არ იქნებიან პირველი მედიის წარმომადგენლები, ვინც საკუთარი საქმიანობის წარმოებისას არ გახდებიან კორონავირუსით დაინფიცირებულნი.

მისივე რეკომენდაციით ჟურნალისტებმა რესპოდენტებისგან ინტერვიუ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით უნდა აიღონ, ხოლო ინტერვიუს შემდგომ, მიკროფონი გაიწმინოდს, ასევე სასურველია თუ არ გამოიყენებენ ღრუბლიან მიკროფონს.

„ძალიან გთხოვთ, როდესაც ცდილობთ აღიოთ ინტერვიუ ნებისმიერი ადამიანისგან, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია იმ ქვეყნებში, რომლებიც არაერთხელ გამეორდა, ანუ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი შესაძლოა იყოს შესაძლო შემთხვევა და დაიცავით წესები. კერძოთ, მოერიდეთ ახლო კონტაქტს ნიღბის გარეშე. კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება თქვენს რესპონდენტსაც. ასე უფრო მეტად დაცულები იქნებით. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ინტერვიუ აიღეთ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით და ნუ დადგებით ამ ადამიანთან ძალიან ახლოს. ინტერვიუს დასრულების მერე, მიკროფონები უნდა გაიწმინდოს და მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას. არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე მოაწესრიგეთ ეს, ჩემზე კარგად თქვენ იცით. შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია. დადექით ასეთი ადამიანებისგან მეტრით, მეტრანახევრის დაშორებით. ასეთ მანძილზე მათ მიერ გამოტყორცნილი წვეთები თქვენამდე არ მოაღწევს და მოერიდეთ ინტერვიუს საერთოდ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ და ამ სახით ძალიან ინტენსიურად გამოყოფენ შესაძლო გამომწვევს. ასე გამოიყოფა არა მარტო COVID- ის გამომწვევი, არამედ ნებისმიერი რესპირაციული, ვირუსული ინფექციის გამომწვევი და თქვენთვის მართლა მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსი დაგაზიანებთ. თუ აწესებს დაიცავთ, ვიმედოვნებ, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიქნებით და ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით”,- განაცხადა ზახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიასამგორში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა